
BY ANNA SUÉ / 9-WEEK MENTORSHIP
9-კვირიანი ინტენსიური სამენტორო პროგრამა მომავალი არტისტებისთვის ელექტრონული მუსიკის სამყაროში.
გაიცანი პროგრამა
Beyond the decks.
SUÉ Artist Lab აერთიანებს პიროვნულ ზრდას, არტისტულ განვითარებას, DJ-ის პროფესიულ განათლებასა და ინდუსტრიულ პრაქტიკას — რადგან სრულფასოვანი არტისტი მხოლოდ ტექნიკური ცოდნით არ იქმნება.

Anna Sué
პროექტის ავტორი
ქართველი DJ, პროდიუსერი და კრეატიული არტისტი, რომელიც 8 წელზე მეტია ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში აქტიურად მუშაობს.
მისი კარიერა მოიცავს საერთაშორისო სცენებსა და ფესტივალებს, მათ შორის HÖR Berlin, Tbilisi Open Air, Echowaves, KitKat Berlin და სხვა. მას ერთ სცენაზე დაუკრავს არაერთ საერთაშორისო არტისტთან, მათ შორის Peggy Gou, Ben Klock, Roman Flügel, Anja Schneider, Yousuke Yukimatsu, Deborah De Luca, Jayda G, Stella Bossi, Pablo Bozzi, Fritz Kalkbrenner და ბევრ სხვასთან.
Anna-ს გამოცდილება სცდება DJ-ის პროფესიულ მხარეს და მოიცავს არტისტულ იდენტობას, კრეატიულ მიმართულებებს, ინდუსტრიაში მუშაობასა და პიროვნულ განვითარებას — სწორედ ამ გამოცდილებაზეა დაფუძნებული SUÉ Artist Lab, რომელსაც ის ახლა ახალ თაობას გაუზიარებს.
Your artistry. Your rules.
ჩვენ გაძლევთ ცოდნას, გამოცდილებას, ინსტრუმენტებსა და სივრცეს, რომ ბევრ ხმას შორის გაარჩიოთ — რომელია თქვენი და რომელი — სხვისი.
From self to stage.
01 / Personal growth
მონაწილეები იკვლევენ საკუთარ სურვილებს, შიშებს, თვითშეფასებასა და შინაგან ბარიერებს. სწავლობენ თვითგამოხატვას და საკუთარი თავის უფრო ღრმად გაცნობას.
02 / Artistic vision & DJ practice
საკუთარი მუსიკალური ხედვისა და იდენტობის ჩამოყალიბება, პრაქტიკული DJ ცოდნის გაღრმავება, სცენაზე საკუთარი თავის გამოხატვა და ინდუსტრიაში საკუთარი გზის პოვნა.
03 / Inside the industry
მასტერკლასები და შეხვედრები მოქმედ პროფესიონალებთან — არტისტებთან, ბუქერებთან, ორგანიზატორებთან, მარკეტინგის, სოციალური მედიისა და ვიზუალური მიმართულებების წარმომადგენლებთან. რეალური გამოცდილება და ინდუსტრიის განსხვავებული პერსპექტივები.
Ready for the scene.
პროგრამის დასასრულს თითოეული მონაწილე იღებს საკუთარი DJ სეტის პროფესიონალურ, მულტიკამერულ ჩანაწერს და გამორჩეული ხედვის მქონე ფოტოგრაფთან ერთად ქმნის პროფესიონალურ პრესკიტს — ვიზუალურ მასალას, რომელიც მის არტისტულ იდენტობას გამოკვეთს. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაუკრან SUÉ Artist Lab-ის ყოველთვიურ შოუქეისებზე და ჩაერთონ სხვადასხვა პროექტთან კოლაბორაციებში — საკუთარი ხმის, ხედვისა და არტისტული გზის გასაგრძელებლად.
Promo film / Coming soon
მენტორების პროფილები მალე დაემატება.